პროექტის გეგმა


პროექტის აღწერა

1. პროექტის სახელწოდება:
English and Georgian fables.
2. პროექტის მთავარი იდეა: ბავშვები გაეცნობიანქართულ და ინგლისურ პატარა მორალურ  მოთხრობებს და  იგავ-არაკებს და მათზე შექმნიან ნახატებს , გააკეთებენ ფლეშქარდებს ანდაზებზე და მოიძიებენ აუდიო ვერსიებს.
3. პროექტის აქტუალობა: მართალია, მოსწავლეები დღეს გაცილებით მეტს კითხულობენ ვიდრე წინა წლებში, თუმცა ვთვლი რომ მაინც კონკრეტული სახის საკითხავებს ეტანებიან რომლებიც მათში პოპულარულია. ბავშვებმა რაღაც დონით იციან ქართული იგავ-არაკები თუმცა ნაკლებად იცნობენ ეზოპეს იგავებს. ეს პროექტი მიზნად ისახავს საულხან -საბა ორბელიანისა და ეზოპეს იგავების გაცნობას.რათა იპოვონ მსგავსება და არგუმენტირებულად იმსჯელონ მათში ჩადებულ არსზე.
4. პროექტის მიზნები:მოსწავლეებს გავაცნოთ ინგლისური და ქართული იგავ-არაკები.იპოვონ აზრობრივი მსგავსება განსხვავება.განვუვითაროთ არგუმენტირებული მსჯელობის და ანალიზის უნარი
5. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს შეუძლიათ წაკითხული მოთხრობების გაანალიზება და მათზე მსჯელობა. საკუთარი აზრისა და დამოკიდებულების თამამად გამოხატვა და რეულურ სიტუაციებთან მორგება.
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: ბიბლიოთეკა, სახელმძღვანელო, მოსასმენი მასალა, კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატის ქაღალდები, ფანქრები...
9. პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად:1-ელ ჯგუფს დაევალება იგავ-არაკების მოძიება.მე-2 ჯგუფი მოიძიებს შესატყვის აუდიო მასალას. მე-3 ჯგუფი  ამ მოთხრობების მიხედვით შექმნის ნახატებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინგლისური
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):რიტა რატიანი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
ratiani.r@gmail.com




1 comment: